logo_geo
eng_logo
ონდო მძინარაშვილი: ეს მანიაკიც მიხვდა, რომ 31 ოქტომბრიდან ხელისუფლება არ იცვლება?
- +

27 ოქტომბერი. 2020. 22:29

 

 

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის სახელით, საჯარო მოხელეების პირად ნომრებზე გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, რომელშიც ის პირობას დებს, რომ მათი გამარჯვების შემდეგ, სამსახურებიდან არ დაითხოვენ, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთეს წარსულში.

 

“ეს მანიაკიც მიხვდა, რომ 31 ოქტომბრიდან ხელისუფლება არ იცვლება?

 

აბა, საჯარო მოხელეებს რა დაპირებას აძლევს, – თავისი სექტანტების მაინც არ ეშინია?! ისინი თუ არ გაუშვა, ამათ სად ასაქმებს?!

 

ააა, გასაგებია, „ნაცსექტანტები” ფიქრობენ, – ახლა ამბობს ასე ჩვენი ბელადი, თორემ მერე ნახავთ, რაც მოხდებაო!

 

ვაშაძე რომ სააკაშვილს ბაძავს, კიდევ გასაგებია, მაგრამ სააკაშვილმა რომ დაიწყო ვაშაძის მიბაძვა, ე, მაშინ ჩაინგრა იატაკი და მოხვდათ მაცივარი თავში! “- წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner