logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 11:29

 

 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური ჯგუფების აქტივობებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„მიუხედავად „ნაცმოძრაობის“ და მისი დამქაში პარტიების განწირული მცდელობისა – საარჩევნო კამპანია დააზარალონ, დააბინძურონ და შექმნან იმის ილუზია, რომ არჩევნები არ იყო მშვიდობიანი, გამჭვირვალე და სამართლიანი. „ქართული ოცნების" უმრავლესობით გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. რეალობა აჩვენებს, რომ კოალიციის შექმნა ამ ეტაპისთვის გამორიცხულია. ოპოზიცია წვრილმან თემებზე ვერ თანხმდება და შეუძლებელია, რომ მათ მოახერხონ სახელმწიფოებრივ საკითხებზე შეჯერება, მით უფრო, „პორტფელების" განაწილება და მთავრობის დაკომპლექტება.

 

თვალნათლივ ჩანს, რომ ე.წ. ოპოზიცია ძირითადად ნაცბუდეშია გამოზრდილი და შედგება მავნებლების, რეტროგრადების და დახავსებული დემაგოგების კლასტერებისგან. მათ არა თუ ხელისუფლებაში მოსვლის, არამედ პოლიტიკაში ყოფნის უფლებაც არ აქვთ. ეს თავადაც კარგად იციან. ისიც იციან, რომ ახლა აქვთ უკანასკნელი მცდელობა – შექმნან შთაბეჭდილება, რომ თითქოს „ოცნებამ" კი გაიმარჯვა, მაგრამ უმრავლესობა არ აუღია და ამ საბაბით შეძლონ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა. კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვამბობ: დღეს „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ალტერნატივა არ აქვს, ისევე, როგორც ალტერნატივა არ აქვს მშვიდობას და სტაბილურობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე 8 წელიწადია სუფევს. მიუხედავად პანდემიისა და ჩვენს წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემებისა, იმედია, საქართველოს მოქალაქეები, ისინიც, ვინც 2012– ში ხმა მისცა „ოცნებას“, დღეს კი გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო თავს იკავებენ, 31 ოქტომბერს გააკეთებენ არჩევანს სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ“, - წერს ალექსანდრე ქანთარია. 

 

 

right_banner
არქივი
right_banner