logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: „ნაცმოძრაობა“ მოსკოვში შექმნილი ძალაა, რომლის მიზანია, საქართველოს ტერიტორია რუსეთს გადასცეს, ნაწილი კი - აზერბაიჯანს
- +

28 ოქტომბერი. 2020. 17:56

 

 

„ნიკა გვარამია და ნაცისტური არხები არიან უკვე საქართველოს ისტორიის და აწმყოს გამყალბებლები; ის, ვინც გიორგი გამსახურდიას ხელს ადებს და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ადანაშაულებს „ბანკის გაქურდვის“ უნიჭო პიარ სპექტაკლში“, - ამის შესახებ უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ის გიორგი გამსახურდიას სოლიდარობას უცხადებს.

 

„ნაცებს ყველა იცნობს თავისი გარეწრობებით - როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს.  ნაცისტური პარტია დიდი ხნის ასაკრძალია და ერთხელ და სამუდამოდ უნდა აიკრძალოს ეს დამნაშავე პარტია.  ოპოზიცია ამ ქვეყანაში აუცილებლად იარსებებს და იარსებებს ძალა, რომელიც აღასრულებს „საქართველოს სულიერ მისია“.  „ნაცმოძრაობა“ კი მოსკოვში შექმნილი ძალაა, რომლის მიზანიც არის, რომ საქართველოს მთელი ტერიტორია რუსეთს გადასცეს და ნაწილი კი - აზერბაიჯანს.  ამიტომაც, მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ გიორგი გამსახურდიას - და მოვითხოვ, რომ მოღალატე და საქართველოს მიწების დარიგებელი ნაცისტური პარტია აიკრძალოს და ცილისწამებაზე სერიოზული პასუხი მოეთხოვოს ნიკა გვარამიას, ადამიანს რომელსაც ნახევარი საქართველო ნაწამები ჰყავს.  საქართველოში მთავარ პოლიტიკურ ფიგურად იყო, არის და იქნება ზვიად გამსახურდია და ერთადერთი ხედვა, რომელიც მშვიდობამდე და თავისუფლებამდე მიგვიყვანს, არის ზვიადის ხედვა თავისუფალი და ერთიანი კავკასიის შესახებ“, - წერს კაკაბაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner