logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე
- +

30 ოქტომბერი. 2020. 13:15

 

 

„არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული - ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე“, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს  კალაძე.

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე დაიღუპა და 11 დაშავდა. მოგვიანებით, 1 დაშავებული გარდაიცვალა გორის საავადმყოფოში.

 

 

right_banner
არქივი
right_banner