logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: ნაცების დროს პატიმრისთვის იმედის მიცემაც კი არ შეგვეძლო, არათუ ოცნება გამამართლებელ განაჩენზე!
- +

30 ოქტომბერი. 2020. 15:07

 

 

ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წინა ხელისულების დროს არსებულ მართლმსაჯულების სისტემაზე წერს. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენები ჩვეული მოვლენაა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ადვოკატებს არათუ გამამართლებელ განაჩენზე ოცნება, არამედ პატიმრებისთვის იმედის მიცემაც კი არ შეეძლოთ.

 

„ძნელია, მშვიდად უყურო რევანშიზმით შეპყრობილ ძალას, რომელმაც მე და ჩემს კოლეგებს წაგვართვა და გაგვიუქმა პროფესია. როგორც ყველა ადვოკატს, ვინც არ თანამშრომლობდა მაშინდელ პროკურატურასთან, ნომინალური ფუნქცია გაგვაჩნდა, ეს იყო ურთულესი პერიოდი.

 

იმედის მიცემაც კი არ შემეძლო პატიმრისთვის, გამამართლებელ განაჩენზე ხო ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. ვერ ვიტყვი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რევოლუციური ძვრები მოხდიანა მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა ადვოკატებმა წართმეული პროფესია ნამდვილად დავიბრუნეთ და არაერთი გამამართლებელი განაჩენიც  ვიზეიმეთ.

 

ხშირად ვაკრიტიკებ სახელისუფლებო გუნდს, მაგრამ ისიც კარგად მესმის, თუ რამხელა ძალისხმევაა საჭირო, გაუმკლავდე რევანშიზმით შეპყრობილ ოპოზიციას, ბელადზე და ფანატიკოს აქტივისტზე რომ არაფერი ვთქვათ.

 

გადახედეთ არასამთვრობო სექტორს, პარტიულ მედიას, უცხოურ ლობისტურ კომპანიებს. სიღრმისეულ ანალიზს თუ გავაკეთებთ, ალბათ ცოტა გასაკვირიცაა, რანირად შეძლო დღევანდელმა ხელისუფლებამ გამკლავებოდა იმ ურთულეს პოლიტიკურ ავანტურას და გამოწვევებს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დაკარგვის დღიდან ახორცილებს.

 

ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება მობილიზება და არჩევანის გაკეთება წარსულსა და მომავალს, ომსა და მშვიდობას, ბნელსა და ნათელს შორის.

 

ვფიქრობ, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და არ დავუთმოთ არავის ის დიდი გამარჯვება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოვიპოვეთ“, – წერს ირმა ჭკადუა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner