logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: კერპმა რა ქნა? აიღო ბილეთი? ხო გაანძრიეს? ჩამოვიდა?
- +

15 ნოემბერი. 2020. 19:02

 

 

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილზე წერს:

 

„გავიგე, რომ ხალხი მოატყუეს, სხვა მიზნით მიიყვანეს და მერე უჩუმრად, საცვლებიდან თაბახები დააძრეს სააკაშვილზე.

 

უზრდელები არიან. ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ აქციაზე იმ მიზნით მივდივართ, რაც გვაერთიანებს. ვერც იმას ხედავენ, რომ ჩვენ აქციაზე არ დავრბივართ ტრანსპარანტებით, რომ  მიშა ბოროტების თავია – არადა ასე ვფიქრობ, უბრალოდ ზრდილობა მყოფნის იმათ არ შევტენო, ვინც არ მეთანხმება ისეთ აქციაზე, სადაც მოთხოვნაში ერთიანები ვართ. ვერც იმას ხვდებიან, რომ აქციის მოთხოვნებს თუ ცვლი, მონაწილეებს უნდა შეუთანხმო და იმათ გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ეგეთ აქციაში მონაწილეობა.

 

უწესო და ველური ძალაა, რომელთანაც მხოლოდ სანიტარული კორიდორი თუ უშველის დანარჩენ ოპოზიციას.

 

მაგრამ კერპმა რა ქნა? აიღო ბილეთი? ხო გაანძრიეს? ჩამოვიდა?

 

P.S. აქვე კიდევ ერთხელ დავძენ, რომ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო გაქცევა და მისი პირადი გადაწყვეტილებაა ჩამოსვლაც. მაგრად გვკიდია რას იზამს“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner