აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, ვალერი თელია სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, სადაც სააკაშვილი პოლიციელებს სიმხდალეში ადანაშაულებს და „დოქსოპულოებს“ უწოდებს:
„ამაყი ვარ, რომ ვარ პოლიციელი და ჩვენი მშობლები მუდმივად ამაყობენ ამით! (ამაყობდა დედაჩემიც! ) P.S. დოქსოპულოები და მათი დედები სხვაგან მოიკითხეთ!“ - წერს ვალერი თელია.