logo_geo
eng_logo
დიტო სამხარაძე: „ქართული ოცნების” ამომრჩეველს, არ სურს კაცის გამაუპატიურებელი ხელისუფლება!
- +

15 ნოემბერი. 2020. 21:39

 

 

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში, შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

“ქართული ოცნების” ამომრჩეველი, ის ხალხია, რომლებიც:

 

  1. არ ივიწყებენ წარსულს და არ სურთ ქვეყანაში მოძალადე, კაცის გამაუპატიურებელი ხელისუფლება❗️

 

  1. უნდათ მშვიდობა, არ ამართლებენ ომში კონკრეტული პოლიტიკანის ხუშტურის გამო, ქვეყნის საჯიშე ბიჭების სიკვდილს, უაზროდ გაწირვას❗️

 

  1. არ ეგუებიან გარეჯის გაყიდვას❗️

 

  1. აფასებენ ისეთ კაცს, რომელიც ქვეყნისთვის სიკეთის გამკეთებელია❗️

 

  1. პატივს სცემენ ოჯახს, ქართულ ადათ-წესებს და ტრადიციებს❗️

 

  1. ამაყობენ საქართველოს ღირსეული წარსულით და სჯერათ ქვეყნის ძლიერი მომავლის❗️

 

  1. არიან მორწმუნეები❗️

 

  1. კაცთმოყვარეები❗️

 

  1. სიმართლის დამცველები და ობიექტურად შემფასებლები❗️

 

  1. არ არიან გარყვნილები❗️

 

  1. ხელს უშლიან ხელისუფლების მსურველ გარყვნილებს❗️

 

  1. უშიშრები❗️

 

  1. ღირსეული მომავალი თაობების აღმზრდელები❗️

 

  1. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტები❗️

 

  1. ერთგულები ❗️

 

  1. მებრძოლები❗️❗️❗️

 

ძალიან მცირე ჩამონათვალია, მაგრამ მნიშვნელოვანი! ეს ხალხი  საქართველოა.

 

 ერთ-ერთ პოსტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ქალბატონის კომენტარს წავაწყდი, „ნაცს“ წერდა, “არ იცით თქვენ “ქართული ოცნების “ ამომრჩევლების რისხვაო, მხოლოდ იმიტომ ვართ გაჩერებულები, რომ გიყურებთ, ხვდებით არაფრის თავი არ გაქვთ და უბრალოდ დაგცინით, ოდნავ რომ წამოყოთ თავი ქვეყნის ასარევად ნახავთ მერე, რამდენი ვიქნებით და რა დღეში ჩაგაგდებთო”  ასეა ეს“, - წერს დიტო სამხარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner