logo_geo
eng_logo
მეგი გოცირიძე: სამარცხვინო მარგველაშვილი... ვინმე ელისაშვილი...
- +

15 ნოემბერი. 2020. 22:22

 

 

„ნაციონალური მოძრაობის"  საარჩევნო სიის მე-60 ნომერი, მეგი გოცირიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„1500  კაციან  საარჩევნო  უბანზე  50 ხმასაც  რომ  ვერ  იღებ  და  მიშას  ხსენებაზე  დუჟი  მოგდის, მიშას  მხარდამჭერებით  გადაჭედილ  მოედანზე  რომ  სიტყვით  გამოგყავს  სამარცხვინო  ყოფილი  პრეზიდენტი მარგველაშვილი,  რომელმაც  ბენდუქიძეს  გული  გაუხეთქა, მამა  გიორგი  ციხეში  ჩატოვა, ჩვენი  სამხედრო  გმირები  არ გაანთავისუფლა,  თავი  მხოლოდ  კარტოფილის  მოსავლის  აღებით  დაგვამახსოვრა და იმით,   რომ  საკუთარი  კრიმინალი  ნათესავები  გამოყარა  ციხეებიდან ,  ოთხი  წელი  რეზიდენციის  ყარაულად  მუშაობდა და  ამ  დროს  ვინმე  ელისაშვილის  გადასაწყვეტი  ყოფილა  მიხეილ სააკაშვილი  სად  უნდა იყოს  და რა უნდა აკეთოს,  ეს  არის  ცინიზმის  მწვერვალი და თუ  ვინმეს  ეშლება,  რომ  ყველას-1  არის  მარტო ივანიშვილი, პირადად  შევახსენებ, არა  მხოლოდ  ფეისბუკის  ტრიბუნიდან, არამედ  იმ  ტრიბუნიდანაც, სადაც  ის  ხალხი  დგას, ვისაც  პირადად  ჩემზე და ჩემისთანებზე  მეტი  არცერთ  ეტაპზე  არაფერი  გაუკეთებია   საქართველოსთვის!

 

გმადლობ  ყურადღებისთვის! – წერს მეგი გოცირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner