logo_geo
eng_logo
ქეთა ხარძიანი: მებრძოლი ხასიათიც კი არ გაქვთ, ვერაფერს ვხედავ მაჩანჩალა გუნდის გარდა
- +

16 ნოემბერი. 2020. 02:08

 

 

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის შვილი ქეთა ხარძიანი სოციალურ ქსელში, საქართველოს ნაკრების თამაშზე წერს, რომლებიც სომხეთთან ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ:

 

„ვცდილობდი გვერდში დგომას, ვცდილობდი ვყოფილიყავი  გამგები, მომთმენი, ერთგული გულშემატკივარი, მაგრამ თქვენ ამის ღირსები არ ხართ! ღირსები იმიტომ კი არ ხართ, რომ მესი და რონალდოები არ ხართ, უბრალოდ მებრძოლი ხასიათიც კი არ გაქვთ, ვერაფერს ვხედავ მაჩანჩალა გუნდის გარდა.

 

აქ  მარტო ვაისი არაა დამნაშავე. ვაისი წავა სხვა მოვა, თქვენ ისევ ასე ითამაშებთ.... ნაკრები არის სახურავი ფეხბურთის, სახლის შენებას კი სახურავიდან არ იწყებენ.

 

ტყუილად გთხოვთ... ტყუილად გვქონდა იმედი...“ - წერს ქეთა ხარძიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner