logo_geo
eng_logo
მაგდა კლდიაშვილი: გამოეთრიეთ ყველანი და გუნდური ბოდიში დადეთ, რომ ჩაისვარეთ!
- +

16 ნოემბერი. 2020. 02:52

 

„ოქრის დასთორილი “ჩავი...ვით” საკმარისი არაა არავის რეაბილიტაციისთვის, არც არაფრისთვისაა, მაგრამ ის მაინც გაგვაგებინეთ, გრცხვენიათ მაინც?“, - ამის შესახებ ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც საქართველოს ნაკრების მარცხს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ახლა უკვე სომხეთთან  ეხმაურება.

 

 „კახა კალაძე ხომ იყო ნაკრების კაპიტანი, მის შემდეგ ხომ იყო კობიაშვილი კაპიტანი? პოლიტიკური შეფასებებისგან ყველა შეიკავოს თავი, წმინდა სპორტული კუთხით მაინტერესებს, მათი, როგორც კაპიტნების აზრი, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ასეთი მარცხის, ან სომხეთთან მარცხის შემდეგ, რომელიმე მთელი გუნდის სახელით ბოდიშს მოიხდიდა? ორი მარცხი, არცერთი ბოდიში და არცერთი სინანული. და რატომ ჰყავთ ნაკრებებს კაპიტნები, მე რამე არასწორად ვიცი?

 

სადაა ფეხბურთელების პასუხისმგებლობა? ვაისი წავა, სხვაც ბევრი წასულა და მოსულა, გულშემატკივარიც კიდევ იქეთ დარჩეს, ნამუსი მაინც არ გაწუხებთ არცერთ ფეხბურთელს? გამოეთრიეთ ყველანი და გუნდური ბოდიში დადეთ, რომ ჩაისვარეთ !!!! რომ არ იცით არც ქვეყნის, არც თანამოქალაქეების ფასი და ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ გადაფრენა გადმოფრენებს, თქვენ კარგ ჭამა სმას და კომფორტს ფეხბურთის ფედერაცია ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან უზრუნველყოფს!

 

ოქრის დასთორილი “ჩავი...ვით” საკმარისი არაა არავის რეაბილიტაციისთვის, არც არაფრისთვისაა, მაგრამ ის მაინც გაგვაგებინეთ, გრცხვენიათ მაინც?“ - წერს მაგდა კლდიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner