logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე ოპოზიციას: თავს გვესხმის პოლიტიკური მეძავების მსგავსი ბანდა, რომელიც ვერაფრით მოიშორა საქართველომ
- +

16 ნოემბერი. 2020. 11:13

 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე, სოციალურ ქსელში ოპოზიციაზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

 

„საროსკიპოს დაჩამიჩებული მეძავების ყველაზე დიდი მტერი არის დრო, ჟამთასვლა, რომელსაც, ძირითადად, არ იმჩნევენ ხოლმე და მიუხედავად იმისა, რომ დამჭკნარ სხეულს კიდევ უფრო ამზეურებენ, უკვირთ, რატომ აკლდებათ კლიენტები. თუმცა, გულის სიღრმეში, კარგად იციან, რომ მათი დრო წასულია. ჯინაზე, მაინც იბრძვიან, ებღაუჭებიან, გაბოროტებულებს ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი, მაგრამ ყველაზე მეტად სძულთ სიქორფე, რომელიც მათ ვადაგასულ ადგილებს იკავებს. დროს წყევლაში ატარებენ, მაგრამ აბა, გაახსენეთ ახალგაზრდობა?! მაშინვე სახე უბრწყინდებათ და ტკბილად იგონებენ ხანას, როდესაც მსოფლიო მათ „ფერხთით ეგდო“.

 

ეს ყველაფერი, მხოლოდ, სიბრალულს გამოიწვევდა, თავს რომ არ გვესხმოდეს პოლიტიკური მეძავების მსგავსი ბანდა, რომელიც ვერაფრით მოიშორა საქართველომ.

 

მოკლედ, მეტი წერა მეზარება. უამრავი არგუმენტი მოვისმინე, რატომ არ მოხდება დღეს ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, სინამდვილეში – სახელმწიფო გადატრიალება და ყველა არგუმენტს ვეთანხმები. უბრალოდ, ერთ-ერთი მთავარი არ მომისმენია – 2003 წლისგან განსხვავებით, ამ ე.წ. ოპოზიციას არ ჰყავს გამყიდველი, მოქმედი სპიკერი, რომელიც შიგნიდან „გააპრავებს“ გადატრიალებას. სასაცილოც კია დღეს ამაზე ფიქრი. ასე, რომ სხვასთან ერთად, ამიტომაცაა ფუჭი წარსულში ჩარჩენილების მცდელობა, თორემ მეტი ხალხი ამათ არასდროს ჰყოლიათ. მთელი თბილისი სახლში იჯდა და ვერავის წარმოედგინა, რომ ეს სუნიანები ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ასე იყო სხვაგანაც, მთელ საქართველოში.

 

ცოტა ხანში, პარლამენტში ერთმანეთს რომ ვერ შეასწრებენ, ამაზე უკვე ვთქვით“, – წერს რუსუდან შარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner