„საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ შეხვედრია ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით წერს.
„არ მინდოდა, შეცდომაში შემეყვანეთ და დილიდან არ დამიტოვებია არცერთი წყარო და ყველასგან ერთი და იგივე რამ გავიგე:
საქართველოს ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ შეხვედრია ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს.
რას უნდა ნიშნავდეს? ამაზე ალბათ ყველას გვაქვს პასუხი“, - წერს ლატარია.