ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში, შალვა ნათელაშვილის შესახებ სტატუსს აქვეყნებს.
„ნათელაშვილმა პოლიტიკური მატრაბაზობა ვერაფრით მოიშალა:
ზუსტად იცის, რომ არჩევნების მეორე ტურამდე ოთხი დღით ადრე ახალ საარჩევნო ბიულეტენს არავინ დაბეჭდავს და ცესკოს მიმართა, - მეორე ტურში არ ვმონაწილეობო!
ზუსტად იცის, რომ მეორე ტურში სამარცხვინოდ დამარცხდება და ახლა ამ ხერხს მიმართა, - ჩემი კანდიდატურა მოვხსენიო!
თუ ასეთი ყოჩაღია, მისი პარტიული სიის მთელი შემადგენლობა დარაზმოს და ცესკო-ში განცხადებები შეიტანონ, - სია გაანულონ!
ეს „კოსმოსური“ თაღლითი!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.