logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: ოპოზიციავ, ამ კინოს 30 წელია ვუყურებთ
- +

18 ნოემბერი. 2020. 18:39

 

 

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სოციალურ სელში ეხმაურება.

 

„მოკლედ, რა წერია სახ. დეპის განცხადებაში:

 

ოპოზიციავ, ამ კინოს 30 წელია ვუყურებთ. ჩვენ დავიღალეთ სულ ერთ წრეზე ტრიალით და თქვენ რით არ მოგბეზრდათ, შედით პარლამენტშიო.

 

მართალია, არჩევნებზე უკვე ტრადიციად ქცეული დარღვევები, ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება და ა.შ  დაფიქსირდა, მაგრამ ეს ბოლო 20 წელია როდის არ ყოფილა და ამის გამო სხვა დროს მოგითხოვიათ ხელახალი არჩევნებიო? ამასთან როდესაც პარალელური დათვლის შედეგები ასე ახლოსაა ოფიციალურ შედეგებთან, იქ ცხადი სულაც არაა, რომ არჩევნები საზიანო ხარვეზებით ჩატარდაო..

 

ხელისუფლებავ, დამოუკიდებელი სასამართლო და ცესკო რომ შეგექმნა, ხომ ექნებოდა ხალხს მათი ნდობა და აღარც პოლოტიკური კრიზისი შეიქმნებოდაო. ამიტომ ერთი ადგილი გაანძრიეთ ამ მიმართულებითო.

 

  1. S. თუ ეს პოსტი „ქოცური“ მოგეჩვენათ, პრეტენზიები ჩემთან არა, სახ.დეპთან“, – წერს მერაბ მეტრეველი.
right_banner right_banner
არქივი
right_banner