logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ტინი კოქსი სააკაშვილის ამ როყიო და სრულიად სულელური განცხადებით საკმაოდ შეშფოთებულია
- +

18 ნოემბერი. 2020. 22:16

 

„ცოტა ხნის წინ, დამირეკა ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, რომელიც ჰოლანდიის პარლამენტში მუშაობს და პირადად იცნობს ბატონ ტინი კოქსს, რომელიც სააკაშვილის ამ როყიო და სრულიად სულელური განცხადებით საკმაოდ შეშფოთებულია“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ნათელია რომ „ნაცმოძრაობის“ გავლენა დასავლურ ინსტიტუტებზე მნიშვნელოვნად შეირყა.

 

16 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიელ დეპუტატს ტინი კოქსს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, „ეფესბეს“ აგენტს უწოდა.

დღეს 18 ნოემბერს ნიკა მელიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელი პია კაემა უნამუსოდ შერაცხა.

ველოდები ვინ და როდის იტყვიან მაიკ პომპეოზე რაიმე "საინტერესოს".

ცოტა ხნის წინ დამირეკა ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, რომელიც ჰოლანდიის პარლამენტში მუშაობს და პირადად იცნობს ბატონ ტინი კოქსს, რომელიც სააკაშვილის ამ როყიო და სრულიად სულელური განცხადებით საკმაოდ შეშფოთებულია. ბატონი კოქსი იანვარში საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. მე მასთან შეხვედრის და საუბრის შესაძლებლობა მექნება. დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ კორონაცების გავლენები დასავლურ ინსტიტუტებზე საკმაოდ შეირყა. ისინი ჭაობში ჩავარდნილი ვირთებივით ფართხალებენ და თავიანთი უაზრო, მარაზმატული განცხადებებით, თუ როყიო წამოძახილებით კიდევ უფრო ღრმად ეფლობიან“, - წერს გაბრიჭიძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა  პრეზიდენტმა,  უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა  ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, „​ეფესბეს“ აგენტი უწოდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner