logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშვილი ალეკო ელისაშვილი: გეტყობა, როგორც გადარდებს რეალურად ჯარის მდგომარეობა
- +

19 ნოემბერი. 2020. 11:49

 

 

სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი სოციალური ქსელით ალეკო ელისაშვილს მიმართავს.

 

„ყოვლისმცოდნე ელისაშვილი ისევ იმას ლაპარაკობს ნეგატიურ კონტექსტში, ღარიბაშვილი ჯარისკაცებისთვის სამარშრუტო ტაქსებს და ფეხსაცმელებს ყიდულობსო... ჯერ ერთი, ის უნდა გესმოდეს, რომ ჯარისკაცებს კომფორტული ფეხსაცმელიც სჭირდებათ და კომფორტული გადაადგილების საშუალებაც. და კი, ფორმებიც ახალი აქვთ ჯარისკაცებს, ფეხსაცმელებიც, საკვებიც საუკეთესო, დაზღვევაც, გადაადგილების საშუალებებიც კომფორტული...

 

შეიარაღებას რაც შეეხება, რაც წლებია არ გაკეთებულა, წელს გაკეთდა, საჰაერო თავდაცვა, ავიაციის აღდგენა, საზენიტო სარაკეტო დანადგარები, ახალი პარტია „ჯაველინები“, მთელ ჯარს ახალი M4-ები, „დელტას“ წარმოებული 40 ერთეული საბრძოლო მანქანა, რომელიც ჯარს გადაეცა, ათასობით ჭურვი, ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევები და ასე შემდეგ... და ყველაფერი ექნება ჯარს, რაც სჭირდება და არასოდეს არ ჰქონია!

 

მეორე, წინ რომ ადამიანი გიზის, რომლის პოლიტიკურმა პარტნიორმა და დამფინანსებელმა ჯარი გააღატაკა და გაძარცვა და შენ ამ აბსოლუტურად სულელური ჭორაობისთვის გცალია, იმის ნაცვლად, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში წინ ვინც გიზის, იმას გაეჯგიმო და პასუხი მოსთხოვო და არა ეკრანიდან „ივაჟკაცო“, გეტყობა, როგორც გადარდებს რეალურად ჯარის მდგომარეობა. პრინციპში, კაცს ბარამიძე რომ ხმას გაგაწყვეტინებს პირდაპირ ეთერში, რა უნდა მოგთხოვო, მაგრამ მაინც...

 

და მესამე, არ მგონია, არ იცნობდე მოქმედი ჯარისკაცებიდან რამდენიმე კაცს მაინც, ჰოდა, ჰკითხე, შენს სულელურ ბოდვაზე რას ფიქრობენ და რას გიპასუხებენ, არ გამოგვაპარო, ეთერიდან გვამცნე.

 

P.S. და შენ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, უაზრობების ლაპარაკის გარდა?“ - წერს ბექა მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner