logo_geo
eng_logo
გიორგი კეკელიძე: გოგონა, რომლის ოჯახი ხელვაჩაურში მეწყერს შეეწირა, „გურული დღიურების ფონდიდან“ სტიპენდიას მიიღებს
- +

19 ნოემბერი. 2020. 11:55

 

 

12 წლის თიკა თედორაძე, რომლის მთელი ოჯახი ხელვაჩაურში მეწყერს შეეწირა, „გურული დღიურების ფონდიდან“ სტიპენდიას მიიღებს. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც გიორგი კეკლიძე ამბობს, სტიპენდიის მიღება გოგონას დეკემბრიდან შეეძლება.

 

„ეს 12 წლის თიკა თედორაძეა, რომლის მთელი ოჯახი ხელვაჩაურის საშინელ მეწყერს შეეწირა. თიკა ახლა დეიდასთან ცხოვრობს, სოფელ ისრითში და იქ აგრძელებს სწავლას. თიკა დეკემბრიდან „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიას მიიღებს, დღეს კი სოფელში ვესტუმრეთ და ევროპული სკოლის თანადგომით, შესანიშნავი პირადი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner