logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ხალხისთვის „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობა, ვის მოღუნულ ტვინში დაიბადა?
- +

20 ნოემბერი. 2020. 01:58

 

 

„გაყალბებაზე რომ საუბრობთ, ხალხმა გააყალბა? არა. აბა ხალხისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობა ვის მოღუნულ ტვინში დაიბადა, ვინც გააჟღერა, თუ ესეც გარედან შემოგდებულია?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ამასთან, სალუქვაძე ქვეყანაში  ეპიდსიტუაციის დამძიმებაზე პასუხისმგებლობას კონკრეტულ პოლიტიკოსებს აკისრებს.

 

„ხალხი გაძლევთ მანდატს თქვენც, სხვებსაც და პირველ ადგილზე გასული პარტიის ამომრჩეველს აშინებთ სირცხვილის დერეფნით ან სხვა სახის აქციით?

საერთოდ, როგორც თქვენს თავს უწოდებთ, პროევროპულები თუ მედასავლეთეები, როგორ მოუწოდებთ ან თქვენს, ან სხვის მომხრეებს, არჩევნების ბოიკოტისკენ? ესაა დასავლური ღირებულება?

არჩევნებზე უნდა მივიდეს ყველა პარტიის მომხრე და, ან ბიულეტენი გადახაზოს, ან შემოხაზოს მეორე ტურში გასულიდან ერთ-ერთი.

თუ პოლიტიკოსობთ, განა პოლიტიკოსები ხართ? ან ზოგიერთი პოლიტიკოსობასაც როგორ ბედავთ, თქვენი წარსულიდან გამომდინარე?

 

ძველ ამბებზე რომ არ ვილაპარაკო, მხოლოდ ის გეყოფათ, წელიწადია ჯანდაცვის სისტემას ებრძვით, ვირუსის მხარეს დგახართ, ვირუსს ავრცელებთ. ხალხი იხოცება და თქვენს ნამოქმედარზე პასუხს არავინ გთხოვთ. მიტინგს მიტინგზე აწყობდით ყოველგვარი ნორმების უგულებელყოფით.

სტრასბურგმა შავაძის საქმეზე განაჩენი გამოაქვეყნა. სირცხვილის დერეფანში რომ ხართ გასატარებელი, იცით? 2008 წლის ომის მონაწილეს როგორ მოექეცით?!“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner