logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი: მაია პლისეცკაიას საქართველო ძალიან უყვარდა
- +

21 ნოემბერი. 2020. 10:57

 

 

„არგენტინის სახლი საქართველოში" თავმჯდომარე და  "გაერთიანებული ერების ხელოვნებისა და მეცნიერების" საპატიო წევრი ნიკოლოზ პატარქალიშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს :

 

 

„მაია პლისეცკაიას  საქართველო ძალიან უყვარდა.1995 წლის, თებერვალში,  არგენტინის ქალაქ როსარიოში, ერთ  ბანკეტზე ვიყავით მიწვეული, სადაც,  მხოლოდ ორი მაგიდა,  ერთი მეორისგან  15 მეტრის  დაშორებით იყო გაშლილი. მე  სუფრის თამადათ ამირჩიეს, რომელსაც უსხდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.  მაია, მეორე სუფრაზე  მთავრობის წარმომადგენლებთან  იყო. მე, ყოველ სადღეგრძელოზე. ფეხზე მიწევდა ადგომა ჩვენი ტრადიციების შესაბამისად. ჩემს  ქმედებას ყური მიაპყრეს არგენტინის მთავრობის წარმომადგელებმა და მაიას ჰკითხეს: ეს კაცი ვინ არის და  რატომ დგება ყოველთვის ფეხზე? მაიამ მთხოვა მივსულიყავი მათ მაგიდასთან და  როცა დავიწყე ჩვენი  ქვენის ტრადიციებზე საუბარი, შემდეგ ჩვენი  ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრესა და სილამაზეზე ( იქ საქართველოს საერთოდ არ იცნობენ) შევადარე შვეიცარიას და მაიამ უცებ გამაჩერა და  სუფრის წევრებთან თვითონ  გააგრძელა საუბარი:  - არავითარ შემთხვევაში! საქართველო უფრო ლამაზი ქვეყანაა  ვიდრე შვეიცარია! მან გააცნო  ჩვენი ქვეყნის ტრადიციები, ასევე ისაუბრა ვახტანგ ჭაბუკიანზე,  სუხიშვილების ანსამბლზე, ანსამბლ "ორერაზე", "ივერიაზე", ქართულ ღვინოზე, (ედუარდ შევარდნაძის მიერ ნაჩუქარ ) ჩაიზე    და უცებ გადავიდა ჩვენი  "თბილისის დინამოს"  ფეხბურთელების ქებაზე! ამ მომენტში მე ჩავერთე საუბარში და არგენტინელებს შევახსენე 1961 წელს სსრკ-სა  და არგენტინის ნაკრებ გუდებს შორის თამაში,  ბუენოს აირესის მონუმენტალის სტადიონზე. რომლებსაც კარგად ახსოვდსთ ქართული ფრთების, მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ბრწყინვალე თამაში.  მათი წყალობით, საბჭოთა კავშირის ნაკრების გამარჯვება  2:1, დამთავრდა, რაც არგენტილებისთვის ეს იყო   პირველი წაგება, როგორც სტუმარ გუნდთან  - 30 წლის განმავლობაში!

 

 დღეს, მაია პლისეცკაია  95 წლის გახდებოდა!  ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!“ წერს პატარქალიშვილი.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner