logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ძალიან მომინდა, რომ ალეკო ელისაშვილი ჯარში გაიწვიონ
- +

21 ნოემბერი. 2020. 14:23

 

 

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„დღეს ძალიან მომინდა, რომ ალეკო ელისაშვილი ჯარში გაიწვიონ და უცებვე გადავიფიქრე. ცოდოა. ახლავე აგიხსნით, რატომ. მას არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ სულ უნდოდა სამხედრო  გამხდარიყო. საინტერესოა, ვინ დაუშალა ჯარში წასვლა - გნებავს სავალდებულოში წადი, გნებავს საკონტრაქტო სამსახური აირჩიე... თქმა ერთია, მაგრამ თუ მართლა გინდა კაცს, ახლაც მიგიღებენ, ოღონდ იქ სხვა სამსახურია, სულ სხვა, სადაც ფიცს დებ, რომ სამშობლოს უნდა ემსახურო - იმ დროს, როცა დახეული ფეხსაცმელი გაცვია და  ნახევრად მშიერი ხარ და მაშინაც, როცა უმაღლესი სტანდარტის აღჭურვილობა გაგაჩნია, მნიშვნელობა არ აქვს, შენ ემსახურები საქართველოს!

 

ბატონ ელისაშვილს თურმე ზედმიწევნით ცოდნია თუ როგორ მიაღწია აზერბაიჯანმა წარმატებას ყარაბაღის კონფლიქტში. მას თურმე ჰგონია, რომ მხოლოდ დრონებით მოიგეს ომი: უბრალოდ შევახსენებ ომის წარმოებას თავისი სტრატეგია სჭირდება, შესაბამისი ტაქტიკა, უმაღლესი ხელისუფლებისა და შესაბამისი სტრუქტურების კოორდინირებული მოქმედება, უზარმაზარი რესურსი, ხალხისა და საზოგადოების მხარდაჭერა, ამასთანავე, საერთაშორისო მხარდაჭერაც აუცილებელია (სხვათა შორის,  „ოპოზიციის ომი“, რომ განწირულია, ამის დასტური საერთაშორისო მხარდაჭერის არარსებობაც გახლავთ).

 

როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილს პოლიტიკაში მარცხის შემდეგ, თავდაცვის სფეროში მოღვაწეობა გადაუწყვეტია და ამ  მიზნით, ცხადია თავდაცვის სფეროს შესყიდვებით დაინტერესებულა და აღმოუჩენია კიდეც გაუგონარი ამბები: თურმე ნუ იტყვით, თავდაცვის სამინისტროს "მარშრუტკები" უყიდიაო....და აღშფოთდა ალეკო - არშემდგარი სამხედრო...

 

ახლა კი სერიოზულად: იმას, რასაც ელისაშვილი "მარშრუტკებს" ეძახის, ჰქვია "მიკროავტობუსი", რომლის დანიშნულება სამოქალაქო სექტორში ხალხის გადაყვანაა, თან თუ შესაბამისი ნომერი აწერია და გარკვეული მარშრუტით დადის - მაშინ ეძახიან „მარშრუტკას.“ რაც შეეხება მიკროვტობუსს ან მიკროვტებუსებს, რომლებიც თავდაცვამ  შეიძინა, წარმოადგენს ჩვეულებრივ სამხედრო სატრანსპორტო საშუალებას, რომლის დანიშნულებაა სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის გადაყვანა, ამ ადამიანების სატრანსპორტო საშუალებებით გადაყვანა კი  უბრალოდ აუცილებელია სხვადსხვა სამსახურის ფუნქციონირებიდან გამომდინარე. ასევე, ცნობისათვის, რომ ვიცოდეთ თავდაცვის სამინისტროს და პირადად მინისტრის ერთერთი მთავარი პრეორგატივაა თავდაცვის სისტემის და იქ მომუშავე და მოსამსახურე პირების თანამედროვე, NATO-ს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით მომარაგება. სიმართლეს გაუმარჯოს და რაც ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა მინისტრად, მოხდა ავიაციის აღდგენა, შესყიდული იქნა ჯაველინები, ყუმბარმტყორცნები, ჭურვები, ტყვიამრქვევები, საზენიტო სარაკეტო დანადგარები, DIDGORI საბრძოლო მანქანები, M4 ტიპის ავტომატები, სპეცდანიშნულების ავტოტრანსპორტი –MAN, IVECO და FORD, ავტომობილები (ე.წ. პიკაპები)-Toyota Hilux, Toyota Land Cruiser და FORD Ranger, მიკროავტობუსი-FORD TRANSIT, სპეციალიზებული მანქანა-მაცივარი-IVECO, სატრანსპორტო საშუალება (წყალმზიდი და კონტეინერმზიდი)–MAN, ფეხსაცმელი - LOWA და HAIX, აშშ-ის სტანდარტის უნიფორმა... განხორციელდა უამრავი სოციალური პროექტი: ხელფასების გაზრდა თუ სადაზღვევო პროგრამები, სამხედროებისთვის ბინებით უზრუნველყოფა, სამხედრო მოსამსახურებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის უმაღლესში სწავლების თანადაფინანსება და ა.შ... ყველაფერს ვერც ჩამოვთვლი და არც ჩამოვთვლი, რატომ? იმიტომ რომ არ შეიძლება, აქ საქმე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ეხება! ეს ყველაზე სერიოზული საქმეა, სადაც ქილიკის უფლება არავის აქვს - ან ამაყობ შენი თავდაცვის სისტემით ან ჩუმად ხარ, მითუმეტეს როცა ამ საქმის არაფერი გაგეგება, მიუხედავად იმისა, რომ თურმე  ბატონ ელისაშვილს, სულ უნდოდა რომ სამხედრო ყოფილიყო. ისე არც ახლაა გვიან, მოსინჯოს, ნამდვილი ფორმა ჩაიცვას, თან ხარისხსაც შეამოწმებს,  წავიდეს ირბინოს, ივარჯიშოს, გაოფლიანდეს, ყველაზე ღირსეულ და ვაჟკაც ხალხს გაიცნობს... და, თავისუფალი დრო როცა ექნება, სხვაგვარად შეხედავს თავდაცვასაც და სხვა მოვლენებსაც...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner