logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი „მთავარ არხს“: რაში გჭირდებოდათ ასეთი ტყუილი? ბუშს შემატეთ რამე ამით, თუ პუტინს დააკელით?
- +

22 ნოემბერი. 2020. 02:57

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს წერს:

 

„გვარამიას არხზე სიუჟეტი მოამზადეს, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებიდან ვინ და როდის სტუმრობდა საქართველოს.

 

პრეზიდენტ ბუშის ვიზიტზე საუბრისას სიუჟეტის ავტორმა თავმომწონედ თქვა, ჯორჯ ბუში საქართველოში რუსეთიდან 2005 წლის 9 მაისს ჩამოვიდა ისე, რომ მოსკოვში გამარჯვების პარადსაც არ დაესწროო.

 

არადა, ეს ფოტო სწორედ მოსკოვში, 2005 წლის 9 მაისს, გამარჯვების პარადზეა გადაღებული!

 

 

უფრო მეტიც, - ბუში მოსკოვში რომ აუცილებლად უნდა ჩასულიყო და გამარჯვების პარადს დასწრებოდა, იმიტომ ჩამოვიდა "ბარემ" საქართველოში!

 

აბა, ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ თეთრი სახლის პატრონი თბილისში ერთი ღამის გასათევად ოკეანეს გადმოლახავდა?

 

აი, რაში გჭირდებოდათ ასეთი ტყუილი?  ბუშს შემატეთ რამე თუ პუტინს დააკელით?

 

აქვე ამ პარადის ამსახველი ვიდეოჩანაწერსაც გთავაზობთ:

 

 

წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner