logo_geo
eng_logo
„ნაციონალური მოძრაობის“ დახურულ ჯგუფში დავალების მიცემის შემდეგ „ქართული ოცნების“ ფეისბუქ-პოსტზე უპრეცედენტო მობილიზება შეიმჩნევა
- +

22 ნოემბერი. 2020. 13:49

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი შაკო ჩაჩანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის დახურულ ჯგუფში მათივე წევრის დიმიტრი ბიძინაშვილის აქტივობის შესახებ წერს.

 

როგორც ჩაჩანიძე აღნიშნავს, ჯგუფ „ანტიბოტში“ „ქართული ოცნების“ პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების უპრეცედენტო მობილიზება შეიმჩნევა, რაშიც მათ ინდოელი და პაკისტანელი ბოტებიც ეხმარებიან.

 

„ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის დახურულ ჯგუფ „ანტიბოტში“ მათი აქტივისტის, დიმიტრი ბიძინაშვილისგან დავალების მიღების შემდეგ „ქართული ოცნების“ პოსტზე უპრეცედენტო მობილიზება შეიმჩნევა, რაშიც მათ თანამშრომლები, ინდოელი და პაკისტანელი ბოტებიც ეხმარებიან“, - აღნიშნავს ფეისბუქ-მომხმარებელი და ფოტოს აქვეყნებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner