logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: „ნაცმოძრაობა” ისევ სისხლში ცურავს
- +

23 ნოემბერი. 2020. 01:30

 

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ფსიქოლოგია მკურნალობას არ ექვემდებარება – ის, ისევ სისხლში ცურავს”– ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

“ნაციონალური მოძრაობა” მმართველობაში მოსვლის დღიდან ქმნიდა დაძაბულ ფონს და ცდილობდა შეექმნა პათოლოგიური საზოგადოება.

 

პოლიტიკური ხელისუფლების აპათიისა და დეგრადირების შედეგი იყო მმართველობის პროცესში უხეში და რეპრესიული მეთოდების გამოყენება,

 

ხელისუფლების პოლიტიკური ენა და რიტორიკაც აგრესიული და უკომპრომისო იყო.

 

მმართველობის ამ ჩვეულ მეთოდს “ნაციოანლური მოძრაობა” “ქართული ოცნების” წინააღმდეგ საარჩევნო პროცესშიც წარმატებით იყენებდა.

 

კერძოდ, ძალადობასთან ერთად

 

“ნაციონალური მოძრაობა” ფლობდა მძლავრ სახელისუფლებო რესურსებს, თრგუნავდა სახალხო ოპოზიციურ მოძრაობას და ცდილობდა არჩევნების გაყალბებისა და დაშინების გზით თავის სასარგებლოდ შემოებრუნებინა სიტუაცია.

 

საქართველოში განვითარებული ამ და სხვა მოვლენების გამო შეშფოთებას ვერ მალავდნენ მაღალი რანგის დიპლომატები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

ეუთო ქვეყანაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავდა, ხოლო საარჩევნო საკითხების ამერიკელი ექსპერტის, არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია დემოკრატიის კომიტეტის” მრჩეველი ტერი ბენჰემი მიიჩნევდა, რომ საქართველოში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ამომრჩეველთა სიები, კანონის უზენაესობა და სხვა.

 

ამერიკელი დიპლომატი გაეროს წარმომადგენელი იუჯონ პურსო პირდაპირ გაფრთხილებას იძლეოდა და ამბობდა:

 

“როცა არჩევნები თანდათან ბრძოლის ველს ემსგავსება, არ გვაქვს უფლება, შორიდან ვუყუროთ, როდის მივა საქმე კონფრონტაციამდე, როდესაც ვითარება იქამდე მიდის, რომ შეიძლება სისხლი დაიღვაროს, ჩვენი მოვალეობაა, ჩავერიოთ და გადავარჩინოთ ქვეყანა უბედურებას…

 

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს კონფრონტაციის დასაწყებად და სისხლის დასაღვრელად… არ ვიცი, ხვალ რა მოხდება საქართველოში, მაგრამ ის კი ვიცი, რომ თუ არ ვუშველეთ, აუცილებლად განმეორდება ეგვიპტე და სირია…

 

ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ქვეყანა ბრძოლის ველია, ხოლო მთავრობა ისე იქცევა, თითქოს არჩევნებისთვის კი არა, ხალხთან ომისთვის ემზადება…

 

მთავრობა მოსახლეობას არ უსმენს, მისი აზრი არ აინტერესებს…

 

მე ვნახე ქვების სროლისა და რაღაც გაუგებარი ფორმირებების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების ცემის ვიდეოფირები და ამან შემზარა.ბოლოს და ბოლოს, იფეთქებს უფლებაწართმეული და დაჩაგრული ადამიანების პროტესტი და სისხლი წალეკავს ქვეყანას”.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, ჩარზ ფეინბექსი უკვე ოპოზიციურ ძალადქცეულ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ამბობდა: “ისინი იმდენად დისკრედიტირებული არიან, რომ მათი თითოეული გამოსვლა თავის მართლებად აღიქმება.

 

არადა, შეუძლებელია ააშენო დემოკრატია პლურალიზმისა და ოპოზიციის გარეშე”…

 

არსებული შეფასებებიდან მცირე ამონარიდებიც საკმარისია იმის გასააზრებლად, თუ რა ძალასთან გვქონდა და გვაქვს საქმე.

 

პოლიტიკური შედეგების გათვალისწინებით მაშინ და დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რომელსაც საპარლამენტო ოპოზიციის ბერკეტი შემორჩა, ამ როლში კვლავაც დესტრუქციულია.

 

ქართული პოლიტიკური სივრცე ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის გამოვლინებების სივრცე აღარ არის. აღიარეთ ამომრჩევლის ნება, მოისმინეთ საერთაშორისო შეფასებები სადაც, სიტყვა ლეგიტიმურია – ლეგიტიმურად რჩება!

 

თქვენი, როგორც მომაკვდავი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ფსიქოლოგია მკურნალობას არ ექვემდებარება – ის, ისევ სისხლში ცურავს”,- წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner