ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„პოლიტიკა აუბედურებს და აზროვნებას აკარგვინებს ზოგიერთ ნაკითხსაც კი!
ის, რაც ერთმა ცნობილმა ნაკითხმა აკადრა საკუთარ ხალხს, ვერდაკმაყოფილებული პოლიტიკური ამბიციების გამო, მარაზმი და ფაშიზმიც კი აღარაა!
თვით დიდ ილიასა და აკაკის არ მიუციათ თავისთვის იმის უფლება, რომ ერის აბსოლუტური უმრავლესობისათვის „ავადმყოფი“ ეწოდებინათ!
რას ვიზამთ, კაცთა მოდგმის სიძულვილმა გაიყვანა ეს კაცი მომსახურეობის სფეროდან!
ის უკვე, სამწუხაროდ, ბოროტებით მოცულ ასტრალშია გასული!
კაცი, რომელიც ახალგაზრდობის წლებში მომავალ თაობას უქადაგებდა „ბოროტსა სძლია კეთილმანო...“!
თავად შეუპყრია ბოლომდე ეშმაკს!
ეს ტრაგედიაა!
ვფიქრობ, ამის აღწერა სოფოკლესაც კი გაუჭირდებოდა!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.