logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ეს პირი, არჩევნებზე მისულ მილიონ ამომრჩეველს, უწოდებს ავადმყოფს
- +

23 ნოემბერი. 2020. 16:42

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

 

„აი ეს პირი, არჩევნებზე მისულ მილიონ ამომრჩეველს, უწოდებს ავადმყოფს.

 

ვისაც გესმით რუსული, მოუსმინეთ, ზუსტად პუტინის სიტყვებით საუბრობს.

 

 

თარგმანი მათთვის, ვისაც რუსული არ ესმის: „დაეყრდნო მხოლოდ იმ არგუმენტს, რომ ცხინვალი ჩვენი ტერიტორიაა, არასწორია. სერბეთსაც ეგონა ჰქონდა ისტორიული მიწები, მაგრამ იქ ახლა სხვა სახელმწიფოა (ალბათ კოსოვოს გულისხმობს, რაც ასევე პუტინის „ვორდინგია“). ჩვენც მოგვიწევს. რუსული აზროვნება, „რაც დიდია სახელმწიფო, მით კარგია“, არასწორია. ჩვენ გვაქვს საკმარისი ტერიტორია სახელმწიფოს ასაშენებლად. ავაშენოთ, შემდეგ მოვიწვიოთ. თუ მოეწონებათ, ეს იქნება მათი გადაწყვეტილება. თუ არა, ე.ი. ისტორიული შეცდომებისთვის ფასი უნდა გადავიხადოთ. გამსახურდია არასწორი იყო ოსებთან. გამსახურდია და შევარდნაძე არ იყვნენ მართლები აფხაზებთან. სააკაშვილმა დაამატა ბოლო შტრიხი. ის მთლად მტყუანი იყო“, -  წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner