logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: თუ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, სად არის ის ხალხი ვისაც ეს არჩევანი მოპარეს?
- +

24 ნოემბერი. 2020. 02:31

 

 

თუ არჩევნები მართლა ტოტალურად გაყალბდა, როგორც ოპოზიცია გვიმტკიცებს, სად არის ის ხალხი ვისაც ეს არჩევანი მოპარეს? 2008 წელს როდესაც ოპოზიცია გაყალბებული არჩევნების გამო, არ შევიდა პროტესტის ნიშნად პარლამენტში,  და პრაქტიკულად მედია მხარდაჭერის გარეშე იყო დარჩენილი, ხომ არ ავიწყდებათ სულ მცირე 100 ათასიანი მიტინგები რომ იმართებოდა?“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ვრცელი პოსტით ეხმაურება.

 

 

ოპოზიციის ბოიკოტმა, მონაწილეობა არ მიეღო მეორე ტურში და პარლამენტში შესვლაზე უარმა, მიუხედავად საერთაშორისო  აქტიორების მოწოდებისა, გამოაჩინა ამ გაჯიუტების თუ მათი რადიკალიზაციის რეალური მიზეზები.

 აღმოჩნდა, რომ ამ ერთიან ჯაჭვში არიან ჩაბმული ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ხან ე.წ ფანჩატურში და ახლა ლელოს ოფისში იკრიბება. ყველა ეს პარტია, რომელმაც ამ არჩევნებზე 1 და 3 % მდე აიღო, ელისაშვილი, გირჩი, ვაშაძე ჟუნიორის მოძრაობა თუ თავად ლელო,  არა მხოლოდ ფინანსურად არიან გარკვეულწილად დამოკიდებული სააკაშვილზე, არამედ კომპრომატებითაც არიან გადაჯაჭვულები. სხვა მხრივ, გაუგებარი და დაუჯერებელია, თუ რა აკავშირებს ამ სუბიეტებს ერთმანეთთან, რომლებიც გასულ წლებში არა თუ ერთად დგომას თაკილობდენ, არამედ ლამის ყველა ბრუნვაშიც ამკობდენ ერთმანეთს. ფაქტიურად, ეს არის ერთი დიდი ექსტრემისტული კლასტერი, სადაც თავიანთი წარსულით ისე არიან ურთიერთდამოკიდებული, ძალიანაც რომც მოინდომონ, ამ ვალდებულებათა ჯაჭვს ძნელად თუ გაწყვეტენ და ისიც იმ შემთხვევაში ამის უფლებას მთავარი მენტორი ანუ თავად სააკაშვილი მისცემთ.

 ნიშანდობლივია,რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მეგობრები, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვაფრთხილებდნენ რუსეთის მხრიდან არჩევნებში მოსალოდნელი ჩარევის სცენარზე, 

აბა, ისეთ ფიგურებს როგორიც არის თუნდაც ნინო ბურჯანაძე, რომელმაც 1 %-იანი ბარიერიც ვერ გადალახა, ტყუილად ხომ არა აქვს ამხელა მედია ეთერი დათმობილი ოპოზიციის მხარდამჭერ ტელევიზიებში? მის რუსულ კავშირებს თავი რომ დავანებოთ, ამ პოლიტიკურ ჯაჭვში საკმაოდ არიან წარმოდგენილი სხვა პერსონებიც, რომლებიც თავიანთი წარსულიდან გამომდინარე, შემჩნეული არიან რუსულ პოლიტიკასთან ღია თუ ფარულ ფლირტში.

ყარაბაღის კონფლიქტის განახლებამ, და დადებულმა სამშვიდობა ხელშეკრულებამ, რუსული საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა. რუსეთი თავის სამხედრო წარმომადგენლობით კავკასიაში ასე ფართოდ სსრკ-ის დაშლის შემდეგ წარმოდგენილი არასდროს ყოფილა. გეო პოლიტიკური პასეანსი რეგიონში თავისებური სამკუთხედის ფორმასაც იღებს სადაც ტრადიციულ მოსკოვი-თეირანის ალიანსს, ახლა ანკარაც შეუერთდა.

 სწორედ ეს სახეშეცვლილი რეალობა გახდა იმის მიზეზი, რომ დასავლეთმა, პრინციპულად არ მიიღო ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში, რომელიც ფაქტიურად დარჩა ბოლო დასავლურ ფორფოსტად მთელ რეგიონში და ამით ცივი წყალი გადაასხა სააკავილს და მის მიერვე მართული ოპოზიციის მთელ იმედებს არჩევნების დელეგიტიმურად გამოცხადებაზე. პირიქით, პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე სახდეპს და ევროპარლმენტის ავტორიტეტულ პირებს არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭქვეშ საერთოდ არ დაუყენებიათ. პირიქით, ხაზგასმულია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. წინასარჩევნოდ, ოპოზიცია მაქსიმალურად მხარდაჭერილი იყო მედია პლაფორმით, სადაც მინიმუმ 5 არხი იყო მის უზრუნველყოფაში, საიდანაც ოპოზიციას უპრობლემოდ შეეძლო საკუთარი პროგრამების მოსახლეობისათვის გაცნობა. ამ ტიპის თავისუფალი მედია მხარდაჭერა უპრეცედენტოა მთელ პოსტსაბოთა სივრცეში.

რომელ „საბჭოთა პარლამენტზე“ აქვთ აქცენტები, ან ყირგიზეთს და ბელორუს რომ ადარებენ, სად რომელ ამ ქვეყანაში იყო ასეთი პლურალისტური გარემო? ან რომელ ერთპარტიულ პარლამენტზე აქვს სწორება, როდესაც 9 პოლიტიკური სუბიექტია პარლამენტში წარმოდგენილი, 60 მანდატით, მიუხედავად მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმისა?( სხვა საკითხია თუ თავად არ სურთ პარლამენტში შესვლა).  თუ საუბარი მაინდამაინც ერთპარტიულ პარლამენტზეა, ასეთი სწორედ 2004 წელს იყო, როდესაც ნაციონალებს 235 ადგილიან პარლამენტში 200 დეპუტატი ჰყავდათ.

და თუ არჩევნები მართლა ტოტალურად გაყალბდა, როგორც ოპოზიცია გვიმტკიცებს, სად არის ის ხალხი ვისაც ეს არჩევანი მოპარეს? 2008 წელს როდესაც ოპოზიცია გაყალბებული არჩევნების გამო, არ შევიდა პროტესტის ნიშნად პარლამენტში,  და პრაქტიკულად მედია მხარდაჭერის გარეშე იყო დარჩენილი, ხომ არ ავიწყდებათ სულ მცირე 100 ათასიანი მიტინგები რომ იმართებოდა?

მთელი ამ  პოლიტიკური აურზაურის მიზანი,  მზარდი კოვიდპანდემიის ფონზე, რომლის მულტიპლიირებაშიც თავად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს,  საქართველოს ეკონომიკის კრიზისულ ფაზაში გადასვლა, ინვესტორთა დაფრთხობა და შესაბამისად, სოციალური უკნაყოფილების გამოწვევის მცდელობაა.

 რაც მთავარია, საგარეო ფრონტზე პირწმინდად წაგებული პარტიის გამო, ნაცოპოზიციის მთავარი მიზანიც საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტება იქნება,  რამაც ვადამდელი არჩევნების პროვოცირებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ოცნებამ“ კი ენერგია და დრო იმაზე კი არა უნდა დახარჯოს, ესენი შევლენ თუ არა პარლამენტში, არამედ ახალი მთავრობის დამტკიცებაზე და სიტუაციის დასტაბილურობაზე უნდა იმუშაოს“, - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner