logo_geo
eng_logo
თამარ ივერი: კოვიდით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის ლეგენდარული მუსიკოსი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე
- +

24 ნოემბერი. 2020. 11:11

 

 

ცნობილი სოპრანო თამარ ივერი წერს, რომ საქართველოს დამსახურებული არტისტი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ.

 

„რა თავზარდამცემი ინფორმაციაა ოპერის და კონსერვატორიის მუსიკალური წრეებისთვის. კორონავირუსით ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარი საათის შუალედით გარდაიცვალნენ ქართული ორკესტრის ლეგენდარული ამაგდარი - მუსიკოსი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე. ძალიან განვიცდი. ეს ადამიანი უდიდესი დანაკლისია საქართველოს ინსტრუმენტული სფეროსი.

 

მამას საყვარელი კოლეგა, შესანიშნავი ადამიანი და დიდი პროფესიონალი. ორმაგად მტკივნეულია, რომ ვერავინ ვერ შეძლებს ასეთი ამაგდარი ადამიანის და მისი მეუღლის ბოლო გზაზე გაცილებას.

 

თავს გაუფრთხილდით, მეგობრებო!! საფრთხე რეალურია“, – წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner