logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: დამატებით 200 თერაპიული და 40 რეანიმაციული საწოლი გამოიყო, ამჟამად კლინიკებში 1 000-ზე მეტი კოვიდ-დადებითი პაციენტი მკურნალობს
- +

24 ნოემბერი. 2020. 18:11

 

 

„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განვიხილეთ. აქტიურად მიმდინარეობს საწოლ-ფონდის გაზრდა“, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

მისი თქმით, ამჟამად აჭარაში კლინიკებში ერთდროულად 1 000-ზე მეტი კოვიდ-დადებითი პაციენტი მკურნალობს.

 

„დამატებით 200 თერაპიული და 40 რეანიმაციული საწოლი გამოიყო, ამჟამად კლინიკებში ერთდროულად 1 000-ზე მეტი კოვიდ-დადებითი პაციენტი მკურნალობს.

 

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩართულია 12 სამედიცინო დაწესებულება.

 

ასევე, გაიზარდა კოვიდ-სასტუმროების რაოდენობა და დღეს 9 სასტუმრო იღებს კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტებს, სადაც პაციენტები სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობით გადიან მკურნალობას. მობილიზებულია 2 000-ზე მეტი სასტუმრო ნომერი.

 

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში გაიზრდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ჩართულობა.

 

ვირუსის შემთხვევათა ზრდის შესამცირებლად, საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციაში, მიმდინარეობს მსჯელობა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.

 

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 390 კოვიდ-დადებითი პაციენტი, გამოვლინდა ინფიცირების 576 ახალი შემთხვევა. სულ გამოჯანმრთელდა 15 936 პაციენტი“, - წერს თორნიკე რიჟვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner