logo_geo
eng_logo
დადუნა ზაქარაია: 112-ში დარეკვა არ გამჭირვებია, სწრაფი ტესტი ორჯერ თავად შემოგვთავაზეს
- +

25 ნოემბერი. 2020. 16:57

 

 

ჟურნალისტი დადუნა ზაქარაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„112-ში დარეკვა არ გამჭირვებია ბოლო 3 კვირის განმავლობაში, გაციების სიმპტომები რომ დაგვეწყო. ახლა, ამ ერთ კვირაში ოჯახის ექიმი ცალკე დედაჩემს, ცალკე მე და ცალკე ზურას ურეკავს. სწრაფი ტესტი ორჯერ თავად შემოგვთავაზეს, პირველად დედაჩემი წაიყვანეს, თავი დავიზღვიოთო, მიუხედავად იმისა, რომ გაციება იყო მხოლოდ. გუშინ სამივეს შემოგვთავაზეს და დიდი ბოდიშებით გადაგვიყვანეს, შესაძლოა რიგები იყოსო, არც რიგები ყოფილა. პიკი იყო გუშინ საღამოს, მონიტორინგის სამსახურიდან რომ დარეკეს, ბატონ ზურას თუ უკავშირდება ოჯახის ექიმიო. ამ წამს ჩემთანაც დარეკეს, აბა თქვენ თუ გირეკავენ, დუდანაო. აი, როგორ არ დავწერო ეს ამდენი უარყოფითის ფონზე?“ - წერს დადუნა ზაქარაია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner