logo_geo
eng_logo
სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
- +

25 ნოემბერი. 2020. 18:53

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, #1 საბავშვო ბაღის შენობის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებს  შპს „ციტადელი“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 35 330 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პარალელურად შენობის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში  აღსაზრდელთა სათანადო პირობების შექმნა. ამისათვის  სააღმზრდელო დაწესებულებებში ტარდება ის სამუშაოები, რაც სტანდარტებს ექვემდებარება. პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ყველა საბავშვო ბაღი კეთილმოწყობილი და სათანადოდ აღჭურვილი არ იქნება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner