logo_geo
eng_logo
გოდერძი შარაშია: ვოვა არუთინიანის დედას უჭირს და არავინ ყავს, ბაზრის ტერიტორიაზე პარკს ყიდის
- +

28 ნოემბერი. 2020. 13:39

 

 

 

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში, ვოვა არუთინიანის დედის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც დეზერტირების ბაზართან პარკს ყიდის. ჟურნალისტი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, დაეხმარონ ქალს.

 

„რამდენჯერაც შემომხვდა იმდენჯერ რითაც შემეძლო დავეხმარე.  უნდა ეხვეწო რომ გამოგართვას, არა და უჭირს და არავინ ყავს. ბაზრის ტერიტორიაზე პარკს ყიდის, ბოლოს რომ ვნახე ცუდად იყო, მას მერე ერთი წელი გავიდა და ბევრი ცუდი ვიფიქრე. დღეს საღამოს ტელევიზორში, კადრში ვნახე და გამიხარდა. ეს ანჟელა არუთინიანია ბუშზე ტერაქტის მომწყობის ვოვა არუთინიანის დედა. მარტო ცხოვრობს, არავინ ჰყავს, გვერდს გულგრილად ნუ ჩაუვლით  დეზერტირების ბაზრის უკანა მხრიდან თევზეული რომ იყიდება იქ პარკს ყიდის“, - წერს გოდერძი შარაშია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner