logo_geo
eng_logo
მარიკა ბაკურაძე: ყველაფერი ჩვეულებრივ მუშაობს, ყველას სახლთან ახლოს
- +

28 ნოემბერი. 2020. 15:47

 

 

 

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ჯერ დაიწყო მთავრობის ბულინგი - რატომ არ გვკეტავენო;

 

მერე დაიწყო მთავრობის ბულინგი - რატომ ჩაგვკეტესო;

 

მერე დაიწყო - საზ. ტრანსპორტი რატომ მუშაობსო;

 

მერე დაიწყო - საზ ტრანსპორტის გარეშე როგორ ვიცხოვროთო.

 

მერე დაიწყო ხალხის ბულინგი - რატომ გახვედით მაღაზიაშიო;

 

მერე დაიწყო მეორე ხალხის ბულინგი - მაღაზიაში გასულ ხალხს რატომ აბულინგებთო;

 

მერე დაიწყო მესამე ხალხის ბულინგი - თუ სხვას აბულინგებ შენ რაღატომ წახვედი მაღაზიაშიო.

 

მერე მოხდა გადარჩევა ჯიპებიანი და ავტობუსში მყოფი ხალხის.

 

მერე დაიწყო შავი პარასკევის ბულინგი - ნაბეღლავს 1 თეთრი დააკლდაო, ეს რას ნიშნავსო.

 

მერე დაიწყო - დიახაც, შავია, ხალხი ძლივს ამ პარასკევს და ფასდაკლებას ელოდაო;

 

მერე დაიწყო - რა შავი, ჩვენ მხოლოდ წითელი პარასკევი ვიცითო.

 

რაში გადის ცხოვრება, ატყობთ ხო? კაი.

 

P.S ამ დროს, თურმე ყველაფერი ჩვეულებრივ მუშაობს - რაც სიცოცხლისთვის საჭიროა - პროდუქტი, წამალი, ბანკი და ა. შ.

 

ყველაფერი ყველა უბანში. ყველას სახლთან ახლოს“, - წერს მარიკა ბაკურაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner