გელა ზედელაშვილი: სანამ სხვების დიპლომებში დაიწყებთ ქექვას, საკუთარ „კნიჟკებში" ჩაიხედეთ
-
+
29 ნოემბერი. 2020. 19:38
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„მეგობრებო!
ალიო... ალიო!
მე არ ვიცი, ეკატერინე ტიკარაძის დიპლომი (დიპლომები) ყალბია თუ ნამდვილი... უბრალოდ რამდენიმე თხოვნა მაქვს:
- სანამ სხვების დიპლომებში დაიწყებთ ქექვას, საკუთარ "კნიჟკებში" ჩაიხედეთ, გარწმუნებთ, ბევრ უცნაურობას აღმოაჩენთ;
- ნუ ბოდავთ, რომ ამ ქვეყანაში ყველა გაუნათლებელია თქვენს გარდა. ჯერ ერთი, ასეთი მიდგომა გოიმობაა და მეორეც - თავის ქება მხოლოდ კიტრის ფასია;
- ნუ წერთ სხვის განათლებაზე ჩიქორთული ქართულით... მინიმუმ, წერტილი და მძიმე მაინც დასვით სწორად. ლათინურ შრიფტსაც თუ გააქართულებთ, მადლობელი დაგრჩებით.
ა ეგ არი, რააა!” - წერს ზედელაშვილი.