logo_geo
eng_logo
ხათუნა გოჩაშვილი: მეამაყება, რომ დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი „vita”!
- +

29 ნოემბერი. 2020. 20:15

 

 

ტვ კომპანია „იმედის” ადმინისტრაციული მენეჯერი, ხათუნა გოჩაშვილი  “ტვ პირველის” ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნეს:

 

“თბილისის დამოუკიდებელი სამედიცინო ინსტიტუტი „Vita” დაარსდა 1992 წელს. 2001 წლამდე ინსტიტუტი განთავსებული იყო სამხედრო ჰოსპიტლის ბაზაზე.

 

ინსტიტუტის კათედრები და კაბინეტ-ლაბორატორიები აღჭურვილი იყო კომპიუტერული ტექნიკითა და იმ დროისთვის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.

 

ინსტიტუტის სტუდენტების ცოდნას, საფუძველს უყრიდნენ საქართველოს დამსახურებული პროფესორ- მასწავლებლები: პრორექტორი სამეცნიერო მუშაობაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი-არჩილ ასათიანი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები: ი.კუჭავა, თ. ფიჩხაია, თ. ჭავჭანიძე, ციციშვილი, ო.ნემსაძე და სხვ.

 

✔️ინსტიტუტის ძირითადი რგოლი იყო თბილისის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი;

 

✔️ინსტიტუტის ერთ-ერთი ძირითადი ბაზა იყო ქალაქის პირველი საავადმყოფო, აქ მომავალი ექიმების მომზადებას ხელმძღვანელობდნენ პროფესორები: გ. გოკიელი, რ. თაბუკაშვილი, ს. ჯაიანი, დ.წოტოიძე, ა. მეგრელიძე, მ.გოლეთიანი, ვ. გვაზავა და სხვ;

 

✔️მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით, ინსტიტუტის ბაზა იყო ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც აკადემიკოსი ა. ხომასურიძე ხელმძღვანელობდა, სტუდენტებთან სამუშაოდ მოწვეული იყო პროფ. ნ. მაისურაძე, ექიმები: დ.ტაბიძე, მ.ჯანგავაძე, ი.კიკოზაშვილი და სხვ;

 

✔️ამავე მიმართულებით ერთ-ერთი ბაზა იყო აკად.კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც სათავეში ედგა სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი პ. კინტრაია. სტუდენტებთან მოწვეული იყო- პროფ. დ. ჯინჭარაძე, კათედრის გამგე ბ. ქურჩიშვილი, დოც.გ.მაყაშვილი და სხვ;

 

✔️ინსტიტუტის ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა იყო რესპუბლიკის ოფთალმოლოგიური ცენტრი, რომელსაც აკადემიკოსი ი. ბერაძე ხელმძღვანელობდა;

 

✔️სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტთა მომზადების ბაზა იყო #2 და #5 სტომატოლოგიური პოლიკლინიკები. აქვე გახსნილი იყო ამ ინსტიტუტის სტომატოლოგიური კათედრა, რომელსაც პროფესორი ალ.ბრეგაძე ხელმძღვანელობდა;

 

✔️სასამართლო მედიცინისა და ტოქსიკოლოგიის შესწავლის ბაზა ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი და პირველი კლინიკური საავადმყოფო იყო, სადაც სტუდენტების მომზადებას ხელმძღვანელობდნენ: დ. მაისაშვილი, ი.კოჩურინი, თ. ხელაძე და სხვ;

 

✔️ინსტიტუტის სტუდენტთა სწავლების ბაზა იყო, ასევე, თბილისის #2 სამშობიარო სახლი(დოც. მ.იაშვილი), საავიაციო ქარხნის მედსანნაწილი(სამხედრო სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი თ. გეგეჭკორი), #5 კლინიკური საავადმყოფო (პროფ. თ. პეტრიაშვილი), თბილისის რკინიგზის #5 პოლიკლინიკა (ექიმი ც. ლაბაძე) და სხვა.

 

ინსტიტუტის დამთავრებიდან 20 წელი გავიდა და ამდენი დეტალის გახსენებაში ჩვენი მაშინდელი გაზეთი დამეხმარა.

 

ჩვენ, ის თაობა ვართ, ვისაც ალექსანდრე მაკედონელის სიტყვებით გვზრდიდნენ - „ვინც უპირველეს ყოვლისა არ არის ადამიანი, ვერასოდეს გახდება ექიმი“. ალბათ, დღევანდელ რეალობაში ალექსანდრე მაკედონელი თავის სიტყვებში ექიმს, ჟურნალისტით ჩაანაცვლებდა!

 

მეამაყება, რომ დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი “vita”!

 

მეამაყება, რომ ჩემი კოლეგები დღეს თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან“, - წერს გოჩაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner