logo_geo
eng_logo
„უკანონობას ჩემი ოჯახი არ ჩაიდენს“ - არჩილ თალაკვაძის მეუღლე განცხადებას ავრცელებს
- +

29 ნოემბერი. 2020. 20:22

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე ქეთევან ბუბუტეიშვილი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს არჩილ თალაკვაძე ადმინისტრაციულ რესურსს პირადი მიზნებისთვის იყენებს, სოციალური ქსელით ეხმაურება.

 

ქეთევან ბუბუტეიშვილი წერს, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი, ცილისწამებაა.

 

„მინდა გამოვეხმაურო TV პირველის ცილისმწამებლურ სიუჟეტს. განმარტებას ვაკეთებ იმ ადამიანებისთვის, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ოჯახზე. ათი წელი ვიცხოვრეთ ამ ბინაში, რომელსაც თავიდან ვქირაობდით და შემდეგ ვიყიდეთ იპოთეკით, როგორც ბევრი მოქალაქე აკეთებს. კადრებშიც კარგად ჩანს უბრალო რემონტი და ავეჯი. გადავწყვიტეთ ამ ბინის გაყიდვა და დროებით გადავედით ნათესავთან, რომ ამ ბინის გაყიდვით მიღებული თანხა ახალ, მშენებარე ბინაში შევიტანოთ. გოგოები წამოიზარდნენ და ცხადია, გაფართოების სურვილი ასეთ დროს ნებისმიერ მშობელს აქვს.

 

ბინას ყიდიან ბროკერები, როგორც ნებისმიერი მოქალაქე აკეთებს. დაცვა კი არჩილს პროტოკოლით ეკუთვნის ამ თანამდებობაზე და მისი ერთ-ერთი ფუნქციაა დასაცავი პირის ბინაში, საცხოვრებელ სივრცეში უცხო პირი მარტო არ დატოვოს. რა იყო ამ სიუჟეტში საერთოდ სენსაციური და ყურადღება მისაქცევი?! კაკლებში ახალი რეზიდენცია არის აბსურდული დეზინფორმაცია. ასეთი უბრალოდ არ გაგვაჩნია. რაც შეეხება საჯარო რეესტრის ფუნქციებს, ის შეზღუდვების პირობებშიც დისტანციურად მუშაობს ყველასათვის.

 

რა გავაკეთოთ საზოგადოებამ, რომ ამ აბსურდს და დეზინფორმაციას გავუმკლავდეთ? თავს არ ვიმართლებ, 10-15 წელია ორივენი ვმუშაობთ. არასდროს უკანონობას ჩემი ოჯახი არ ჩაიდენს. უბრალოდ გაკვირვებას და გულისტკივილს გამოვხატავ. ყველაფერს წესით და რიგით რომ აკეთებ და მაინც ტალახს გესვრიან ძალიან სამწუხაროა“, – წერს  არჩილ თალაკვაძის მეუღლე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner