logo_geo
eng_logo
ნანა გაგუა: 20 დღეა დედაჩემი სიცოცხლისთვის იბრძვის
- +

29 ნოემბერი. 2020. 22:32

 

 

ცნობილი ექიმ-ნუტრიციოლოგი ნანა გაგუა, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„დღეს გავიგე, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, კოვიდ ინფიცირებული პაციენტებისთვის არის ექთნის დამხმარის ვაკანსია. ამ განყოფილებაში უკვე 20 დღეა დედაჩემი იბრძვის სიცოცხლისთვის. მძიმე მდგომარეობაა, ექიმი, ბ-ნი ლევან ბესელია და, მისი გუნდი თავდაუზოგავად იბრძვიან პაციენტების გადასარჩენად. ვიმუშავებ განყოფილებაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ვიქნები ექთნის დამხმარე.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ეს დედაჩემსაც ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარება და, ამას გარდა იქვე მწოლიარე სხვა პაციენტების (რამდენსაც შევძლებ) მოვლაში დაგეხმარებით“, -  წერს ნანა გაგუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner