პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ჩვენ ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ბრძოლა მხოლოდ ჩვენ ვიცით. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სხვებმაც იციან, და შესაძლოა ჩვენზე უფრო შთამბეჭდავი შედეგებიც დაუდიათ. ამის მაგალითი მისცა მსოფლიოს გმირმა ესტონელმა ხალხმა, ისევე როგორც პილსუდსკის პოლონეთმა, და უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს ფინელმა ხალხმა "ზამთრის ომში".
ვულოცავ ესტონეთს უვერაგეს მტერზე გამარჯვების ამ დღეს - ბოლშევიკების ურდოს მოგერიებას ტალინთან. ამავე დროს გვახსოვდეს - როგორ შორსაც არ უნდა იყვნენ გეოგრაფიულად, ისინი ჩვენ არ მიგვატოვებენ“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.