logo_geo
eng_logo
ქართველი ექიმი გერმანიიდან სამშობლოში კოლეგების დასახმარებლად დაბრუნდა
- +

30 ნოემბერი. 2020. 00:41

 

 

ქართველი ექიმი მარიამ ჭყონია, რომელიც გერმანიაში მუშაობს, ექიმების დასახმარებლად სამშობლოში დაბრუნდა.

 

„მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, წელიწადნახევარზე მეტი ვიმყოფები გერმანიაში, ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილებაში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაახლოებით 10 დღის წინ გამოვთქვი სურვილი, რომ დავბრუნებულიყავი საქართველოში და დავხმარებოდი ჩემ ქართველ კოლეგებს.

 

სურვილის გამოთქმიდან ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ დამიკავშირდა ბატონი მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და შემომთავაზა 12 აპრილს საქართველოში დაბრუნება, რაზეც მას უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო. ამის შემდეგ დამიკავშირდა ბატონი საქართველოს გენერალური კონსული გერმანიაში, რომელმაც 24 საათში 1000 კმ გაიარა იმისთვის, რომ მე ბერლინის აეროპორტამდე მივეყვანე, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩამოვსულიყავი საქართველოში და აეროპორტშიც გვერდზე ედგა საქართველოს მოქალაქეებს!

 

ძალიან ამაყი ვარ იმით, თუ როგორ ოპერატიულად და კომპეტენტურად მუშაობს ჩვენი საკონსულო გერმანიაში და მხარში უდგას ჩვენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ამ დროს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა!

 

მე კი 14 დღიანი სავალდებული კარანტინის გავლის შემდეგ დიდი ენთუზიაზმით შევუერთდები ჩემ გუნდს ინფექციური სნეულებებისა და შიდსის ცენტრში. გისურვებთ ჯანმრთელობას“,- წერს მარიამ ჭყონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner