logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: რომ სამოქალაქო დაპირისპირება არის კოშმარი და სასიკვდილო განაჩენი როგორც ქვეყნისთვის, ისე სახელმწიფოსთვის
- +

30 ნოემბერი. 2020. 16:03

 

 

კონსტანტინე გამსახურდია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„რაზეც ქართველობა დღეს დანამდვილებით უნდა შეთანხმდეს, არის ის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არის კოშმარი და სასიკვდილო განაჩენი როგორც ქვეყნისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ვინც ამას ვერ გაიგებს, 1000-ჯერ გავუმეოროთ.

 

მახსენდება 1991 წლის 20-22 დეკემბერი. ბოლო დელეგაცია გადის მთავრობის სასახლიდან პუტჩისტების ბუნაგისკენ. მათ მიაქვთ შეთავაზებათა პაკეტი: ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ, რაც დასრულდება ქვეყნის საერთაშორისო აღიარების პროცესი, რომელიც უკვე დაწყებული იყო; მანამდე კოალიციის ფორმატში შეიარაღებულ ოპოზიციას რამდენიმე სამთავრობო პორთფელსაც სთავაზობდნენ, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც მონაწილეობას. (წყარო: ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი, აღნიშნული დელეგაციის წევრი).

 

სიგუა, რომელმაც ეს ყოველივე ცხადია უკვე იცოდა, აცდევინებს დელეგაციას და ბოლოს შეუთვლის, დაგვიანებულიაო.

 

კი მაგრამ, რატომ იყო დაგვიანებული? ან რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ სიგუა და მისი დამქაშები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. მას, ვინც მათ უკან იდგა, განაჩენი ახალფეხადგმული ქართული სახელმწიფოსთვის უკვე გამოტანილი ჰქონდა.

 

დიახ, ზვიად გამსახურდია ევროპულ კატეგორიებში მოაზროვნე პოლიტიკოსი იყო. თანაც როდის“, - წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner