logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ჯარში არწასვლის მოწოდება და მხოლოდ სხეულის შიშველი ნაწილის მიშვერა ოკუპანტზე - ლაჩრობაა!
- +

30 ნოემბერი. 2020. 16:56

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის“ სახელით პანდემიის გავრცელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა უკიდეგანო მავნებლობაა!

 

მსუბუქი ნარკოტიკის“ ცნების დამკვიდრება და მისი მოხმარების თავისუფლების გამოხატულებად გასაღება ირიბი პროპაგანდა და ბოროტებაა!

 

ჯარში არწასვლის მოწოდება და მხოლოდ სხეულის შიშველი ნაწილის მიშვერა ოკუპანტზე ლაჩრობაა!

 

ქვეყანას სჭირდება ცოცხალი, ჯანმრთელი და მის უსაფრთხოებასა და დაცვაზე მზრუნველი ახალგაზრდობა!

 

P.S. პატრიოტიზმი არა სიტყვებში, არამედ ქმედებებშია!- წერს რატი ბრეგაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner