„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში, გივი თარგამაძის შესახებ, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
“კარგი ამბავი გავიგე – გივი თარგამაძეს კორონა დაუმარცხებია უთანასწორო ბრძოლაში. ექიმებს უვაჟკაციათ და თითქმის უიმედო მდგომარეობიდან გამოუძვრენიათ. გულწრფელად ვულოცავ, რომ ვერც მან ამოგვხადა სული და ვერც მას – კორონამ. არადა, ორივემ სცადა. მისი პოსტი და ფოტოკოლაჟიც ვნახე – თვითონაც მაგრად უბრძოლია. ჩვენსავით!” – წერს ნაცვლიშვილი.