logo_geo
eng_logo
ოთო სტეფანიშვილი: ნუ გაატარებთ მუქარას, ეს მოწოდება ტერორისტული აქტია
- +

30 ნოემბერი. 2020. 23:29

 

 

„მარშალპრესის“ გენერალური დირექტორი ოთო სტეფანიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის სკანდალურ ვიდეოს ეხმაურება.

 

„ყურადღება !!!!

 

ოპოზიციამ ქართველ სამართალდამცავებზე, პოლიციელებზე ნადირობა დაგვიანონსა - დავითრიოთ პოლიციელი, ავჩეხოთ, ხერხემალში გადავამტვრიოთ, ხელი და ფეხები მოვტეხოთ, დავასახიჩროთ და სამუდამოდ დავაინვალიდოთო. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, ნებისმიერი პოლიციელი დავითრიოთო.

 

საქართველოში ოპოზიციის მაგივრად, რომ ჰიტლერის ესესის მაგვარ სისტემაში გამოზრდილი კანიბალები გვყავს ეს ბევრჯერ დადასტურდა, თუმცა ეს კანიბალები, ადამიანის ხორცის მჭამელები, სადისტები და მკვლელები დღეს უკვე ღია მოწოდებაზე გადადიან და თავისივე რიგებში მყოფ მკვლელებს პოლიციელებზე აქეზებენ. ასლან ვაშაყმაძე ირაკლი ოქრუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია და მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერიც, სწორედ ეს ასლანი აჟღერებს ოპოზიციაში შემუშავებულ გეგმას და დღისით, მზისით ოპოზიციის მხარდაჭერებს მოუწოდებს ნებისმიერი პოლიციელის გატაცებას, წამებას, დასახიჩრებას და სამუდამოდ "ინვალიდად" დატოვებას. რა სამწუხაროა, რომ ოპოზიციაში ასლანის მოწოდებას და პათოსს იზიარებენ და ამ მოწოდების განსახორციელებლადაც მზად არიან.

 

ბევრი რამ ვნახეთ: ვნახეთ როგორ აწვავდნენ ანთებულ სიგარეტებს საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე მდგარ ე.წ. რობოკობებს, როგორ ესროდნენ მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და როგორ იმუქრებოდა ოპოზიციის საერთო ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების სამაგალითო დასჯით.

 

ჩვენ ვიცით სად ცხოვრობთ, ყველა თქვენგანის სახელი და გვარი ვიცით და სახლებში ჩამოგივლითო - ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია. დღეს კი სააკაშვილის მკვლელები ღიად იწყებენ კამპანიას პოლიციელთა წინააღმდეგ და აანონსებენ იმ მეთოდებს, რომელთა გამოყენებითაც ჩვენი გმირი, სამართალდამცავების დასჯას აპირებენ,

 

პოლიციელი გმირია, პოლიციელი უკანასკნელი ნაძირალის სიცოცხლის გამოც კი მიდის ტყვიაზე და ამ პოლიციელებს დასახიჩრებას და წამებას უპირებენ, ეს ძალიან უნდათ.

 

ნუ გაატარებთ ამ მუქარას, ეს არ არის უბრალოდ ნათქვამი სიტყვები, ეს მოწოდება ტერორისტული აქტია და ამ დამპალ ტერორისტს პასუხისგება მოუწევს, ასლანის და მიშას მეთოდების დრო დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა და მოგიწოდებთ ღადაობაში და არასერიოზულ დამოკიდებულებაში არ გაატაროთ ამ მკვლელების ეს მოწოდება, გამკეთებლები არიან და მოქმედების დროა სანამ გეგმის განხორციელება დაიწყეს. ტერორისტების ადგილი ციხეშია და არა პოლიტიკაში. და არა ეკრანებზე.

 

პოლიციელი გმირია!!! - წერს ოთო სტეფანიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner