სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი შაკო კუჭაშვილი პოლიციელების წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ სადისტურ მუქარას სოციალურ გამოეხმაურა:
“ცოტა სერიოზულად უნდა შევხედოთ პოლიციელისადმი მუქარას, ყოველ ნაბიჯს, რომელსაც ეს კრიმინალები ჩვენი სამართალდამცავების წინააღმდეგ დგავენ.
ჯერ სააკაშვილმა ბრძანა, ყველას სახლი ვიცით, აუცილებლად მოგაკითხავთო. შემდეგ კრიმინალმა მელიამ, პოლიცია დაადანაშაულა კრიმინალთან გარიგებაში. ახლა უფრო შორსაც წავიდნენ და პოლიციელების დაჩეხვას აპირებენ.
ყველაფერი ცხადყოფს, რომ აპირებენ ამ ინსტიტუტის ფართო დისკრედიტაციას, პროპაგანდის გზით. და ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს? – დიახ, კრიმინალების!
და კრიმინალ ჟორიკა რურუას ვინ ეძახის გმირს? – დიახ, ოპოზიცია!
პოლიციელის ღვაწლამდე ვერც ვერასდროს მივლენ, ეს ადამიანები სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენ უსაფრთხობას, იცავენ საქართველოს და თუ პოლიციელებს დასჭირდებათ, საქართველომაც უნდა დაიცვას ისინი.” – წერს კუჭაშვილი