logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: ეს რაღაც არსება, ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებს
- +

1 დეკემბერი. 2020. 00:35

 

 

მედია-ჰოლდინგ “კვირას” დამფუძნებელი, ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის სკანდალურ ვიდეოს ეხმაურება.

 

“ვერ გავატარე.

 

ეს რაღაც არსება, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, მოქალაქეებს მოუწოდებს, ერთ რომელიმე პოლიციელს თავს დაესხან.

 

ეს რაღაც არსება, ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებს.

 

ვციტირებ, ლაივ ჩართვაში ზუსტად ასე ამბობს:

 

ერთი რომელიმე (სულ ერთია ვინ იქნება) პოლიციელი დავითრიოთ, დავჩეხოთ, თავი გავუჩეჩქვოთ, დავასახიჩროთ, სამუდამოდ დავტოვოთ ინვალიდათ, მოვტეხოთ ხელი, ფეხი მენჯი, გადავტეხოთ წელში და ეს მაგალითი იქნება სხვა პოლიციელებისთვისო.

 

რა უნდა ვთქვა?

 

კრიტიკულად განწყობილი ქართველი პოლიტიკოსების სახეა და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის ნამდვილად ცხოვრობს დემოკრატიულ ქვეყანაში!

 

მეეჭვება ათწლეულის წინ, რამე მსგავსი გაებედა!

 

აქვე, ყველა ჩემს მეგობარ პოლიციელს ვუფიქსირებ ჩემს უდიდეს პატივისცემას.

 

პოლიცია არცერთ დროში არ უნდა იყოს პოლიტიზირებული!

 

მინდა, ისეთ ქვეყანაში განვაგრძო ცხოვრება, სადაც სამართალდამცველებს ჩვენი შვილები ქუჩაში გააჩერებენ, მათ ერᲗობლივი ფოტოს გადაღებას კვლავ სთხოვენ და იამაყებენ იმ პროფესიის ადამიანებიᲗ, რომლებიც ჩვენს სიმშვიდესა და სტაბილურობას უზრუნველყოფენ!

 

მინდა, აღარასოდეს გვძულდეს ისე ერთმანეთი, რომ ასეთი ღვარძლით ვსაუბრობდეთ თანამოქალაქეებზე!

 

ადამიანები ასე არ იქცევიან!”- წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner