logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: დაიწყეთ მუშაობა და გზადაგზა გამოჩნდება, „ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!
- +

1 დეკემბერი. 2020. 19:44

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„არის გამოსავალი!

 

პროტესტანტები აცხადებენ, რომ პარლამენტში შევლენ იმ პირობით, თუკი ხელისუფლება მუშაობას დაიწყებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე და მართლმსაჯულების რეფორმაზე.

 

კარგი გამოსავალია ეს!

 

შესასვლელადაც!

 

ყველა ხვდება, რომ ვადამდელი არჩევნები არ გაიმართება და პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებაზე მეტად პროტესტანტებს დააზიანებს, რადგან ხალხს საერთოდ არ აქვს რევოლუციური განწყობა.

 

ამ განწყობის გარეშე კი რევოლუციური ცვლილებები არ ხდება!

 

ნიადაგი არ არის მომზადებული!

 

განა, თვითონ არ იციან?! ძალიან კარგად იციან და ხვდებიან, რომ ქუჩაში დარჩენა ქუჩაში დარჩენას ნიშნავს!

 

მოუბრუნებლად!

 

ეს კი კარგი გამოსავალია იმიტომაც, რომ ცხელი პოლიტიკური სეზონი გველოდება!

 

ოთხწლიანი სეზონი!

 

აბა, ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ამხელა ტვირთს ერთ წელიწადში მოვიშორებთ?!

 

ოთხი წელიწადიც არ ეყოფა მთლიანად ამ პრობლემების მოგვარებას!

 

უფრო მეტიც, ნატოსი და ევროკავშირის წევრობისა არ იყოს, საარჩვენო გარემოს გაჯანსაღებაც,  მართლმსაჯულების რეფორმაც, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაც და მედიის თავისუფლებაც ჩვენთვის გვინდა, ჩვენი სახელმწიფოსთვის და არა ნატოსთვის ან ევროკავშირისთვის!

 

როცა ამ ყველაფერს მოვაგვარებთ, "მიგვიღეს" კი არ შევეხვეწებით, "მობრძანდის" გვეტყვიან!

 

ამიტომ, დაიწყეთ მუშაობა!

 

დაიწყეთ და გზადაგზა გამოჩნდება, "ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!" - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner