logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ხაზარაძე „საბანკო ტერორისტად” ჩამოყალიბდა
- +

1 დეკემბერი. 2020. 22:43

 

 

„მამუკა ხაზარაძემ გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ეთერში განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, დეპოზიტებს, რომლებიც საბანკო სექტორშია, შეიძლება საფრთხე დაემუქროს, სისტემა გასაჯანსაღებელიაო. ამას აცხადებს ყოფილი ბანკირი, რომელმაც ყველაზე კარგად იცი რა ფაქიზი სფეროა საბანკო სექტორი და რა ადვილად შეიძლება გამოუთხარო ძირი ყველაზე ჯანსაღ საბანკო სისტემასაც კი ასეთი განცხადებებით”,– წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

მისი თქმით, ქართულ საბანკო სისტემას არაფერი ამის მაგვარი არ ემუქრება იმ ფონზე, რომ დეპოზიტები და სესხები იზრდება და ბანკების ფინანსური მაჩვენებლებიც სტაბილურია.

 

,,ასეთი განცხადება თვით მიხეილ სააკაშვილსაც კი არ გაუკეთებია წლების მანძილზე, რომელიც ქუჩიდან ცდილობს სახელმწიფოს რყევას, ხაზარაძემ კი თავისი ‘ნიშა” იპოვნა როგორც იქნა პოლიტიკურ ბაზარზე და სახელმწიფოს დანგრევა საბანკო სისტემის ძირის გამოთხრით გადაწყვიტა. “მჯობზე მჯობი არ დაილევაო”, ნათქვამია.

 

უფრო სწორედ, ხაზარაძე “საბანკო ტერორისტად” ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, რომელიც მთლიანი სექტორის აფეთქებას ცდილობს“,- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner