ჟურნალისტი და ტელე წამყვანი გოდერძი შარაშია, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის, ასლან ვაშაყმაძის სკანდალური განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ნორმალურ ქვეყანაში აი ეს კაცი მკაცრად უნდა ისჯებოდეს მისი ვიდეო მიმართვის გამო.
შანსი რომ ჰქონდეს წამში სისრულეში მოიყვანდა მის სურვილს და ტვინს გაასხმევინებდა პოლიციელს.
მისმა პარტიამ ვემიჯნებით და მიკროფონთან აღარ მივუშვებთ აქციაზეო.
მაინტერესებს რა გაგრძელება ექნება მის ამბავს”, - წერს გოდერძი შარაშია.