logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ნიკა გამოფხიზლდი, დამამშვიდებელი დალიე, პოსტი დაგიგვიანდა
- +

2 დეკემბერი. 2020. 01:10

 

 

იურისტ თამთა მეგრელიშვილი, ნიკა გვარამის პოსტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: 

 

“ნიკა გამოფხიზლდი! ეს არ არის კანონი, ეს არის იუსტიციის სახლსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის თანამშრომლობა.

 

ნიკა გაიაზრე! ეს არ არის დახმარება. ეს არის საჩუქარი, კერძო სექტორისა და იუსტიციის სახლისგან იმ მშობლებისა და ბავშვებითვის, ვინც იუსტიციის სახლში დაბადების მოწმობისთვის მივა.

 

ნიკა დამამშვიდებელი დალიე, რადგან 2020 წელია და პოსტი დაგიგვიანდა,

ეს პროექტი 2016 წლიდან მოქმედებს!

 

დამალვას აზრი არ ააქვს, ამიტომ პირდაპირ გეტყვი, ეს საჩუქარი 15000- ზე მეტმა სოციალურად დაუცველმა უკვე მიიღო.

 

დღეს “გეფასთან” გაფორმებული მემორანდუმით კი არსებული პროექტი

„კეთილი იყოს შენი მობრძანება“ უბრალოდ გაფართოვდა და ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს.

 

პირველი – სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.

 

მეორე – სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

 

ნიკა დამშვიდდი! გავიგეთ, რომ გაცოფებს ყოველი ახალი სიცოცხლისთვის შექმნილი პროექტი – “კეთილი იყოს შენი მობრძანება“!

 

არც გვიკვირს, შენ ხომ ოჯახის უბედურების ამსახველი კადრებით აწეული რეიტინგის მოდარაჯე ხარ და ამით ამაყობ…

 

მეტი ასეთი პროექტი ჩვენს ქვეყანას!კერძო სექტორის მეტი ჩართულობა ამ კეთილ საქმეში! რადგან, სახელმწიფო ერთია, კერძო სექტორი კი მრავალი.

 

სწორედ ერთად დგომით კეთდება ასეთი კეთილი საქმეები.

 

გამრავლება და ჯანმრთელობა ჩვენს ერს!”– წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner