logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მას უყვარდა საქართველო და ამ სიყვარულისთვის სცემეს
- +

2 დეკემბერი. 2020. 20:20

 

 

დღეს, 2 დეკემბერს, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. მას ე. წ. ბეხტერევის დაავადების დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს.

 

როგორც ცნობილია,  დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც ხელისუფლებამ აქცია ძალისმიერი მეთოდით დაშალა. დავითაშვილი წყლის ჭავლით დაშავდა.

 

მის გარდაცვალების ფაქტს, ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გული საქართველოს სიყვარულით ძგერდა.

 

„წავიდა…

 

მას უყვარდა საქართველო!

 

ისე, უბრალოდ, როგორც უნდა გიყვარდეს სამშობლო!

 

ამ სიყვარულისთვის ცემეს, ბევრჯერ გული ატკინეს, სათანადოდ არ დააფასეს…

 

ჰო და, ადგა და წავიდა…

 

ნათელში იყავი, კარგო ადამიანო!

 

ვუსამძიმრებ კობას ლამაზ ოჯახს!

 

ვუსამძიმრებ საქართველოს!”- წერს ხოფერია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner